ცხელი ხაზი: 292 00 55
ქეთევან გვაზავა იურიდიული დახმარების სამსახურში მუსაობს 2015 წლიდან, კერძოდ სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში ადვოკატად სამოქალაქო სპეციალიზაციით.
ქეთევან გვაზავას გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
ქეთევან გვაზავა იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის დაწყებამდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კერძო და საჯარო სკოლებში.