ცხელი ხაზი: 292 00 55
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში დავით გოგუა 2007 წლიდან მუშაობდა სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2008 წლიდან დღემდე მუშაობს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის თანამდებობაზე.
2006 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2007 წელს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2013 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2011-2012 წლებში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამაში “სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროების მეშვეობით“ იურისტ–კონსულტანტის პოზიციაზე.
დავით გოგუას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის: 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2. ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. 3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ–ჩვევებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
დავით გოგუას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, გამამართლებელი განაჩენით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით და კვალიფიკაციის შეცვლით დასრულებული.
2010 და 2016 წელს ს.ს.ი.პ. “იურიდიული დახმარების სამსახური”–ს დირექტორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის გამოეცხადა მადლობა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.