ცხელი ხაზი: 292 00 55
ზაზა კვირკველია იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს.
იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის დაწყებამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას კერძო საადვოკატო ბიურო ,,ოქროს ხუთეულში“ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ზაზა კვირკველიას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
ზაზა კვირკველიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, ასევე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები.
2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში“ სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში; მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს და ზემო–სვანეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის კანონის უზენეოსობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ განხრციელებულ ღონისძიებებში იურისტ–კონსულტანტის პოზიციაზე. სამსახურეობრივი მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვისა და მიღწეული წარმატებებისათვის არაერთხელ გამოეცხადა სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მადლობა.
ზაზა კვირკველია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და შვილი.