იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ახალციხელ ახალგაზრდებთან, რომლებიც ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის – „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ პროექტში – "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში".  

შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს, ასევე – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში დანერგილ სიახლეებს. შეხვედრა ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩატარდა.

პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ქვეყნის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ხორციელდება და  6 ათასამდე უფსოკლასელ მოსწავლეს აერთიანებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური კულტურის ამაღლება.