ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიურომ წეროვნის დევნილთა დასახლებაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ კულტურის სახლში შეკრებილ ქალებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები და მოძალადეთათვის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები გააცნეს.
ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებზე. განსაკუთრებით იმ – საკანონმდებლო ნორმაზე, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს აძლევს უფლებას, ისარგებლონ უფასო საადვოკატო მომსახურებით, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და აკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს.
იურიდიული დახმარების ბიუროები დევნილთა დასახლებებში საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტია.