ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიურომ საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში გამართა.
შეხვედრის ფარგლებსი, ადგილობრივი მოსახლეობა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო. მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანი იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.