ცხელი ხაზი: 292 00 55
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა.
10 მარტს, პირველი საკომიტეტო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ დეპუტატებს გასულ წელს იურიდიული დახმარების სფეროში განხორციელებული რეფორმები და გაწეული მომსახურების სტატისტიკა გააცნო.
მელიტონ ბენიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც, უფასო იურიდიული დახმარების ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა საოჯახო სამართლის, მემკვიდრეობის სამართლის და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე – ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეები.
საპარლამენტო განხილვის ფარგლებში, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ამის შემდეგ კი, მელიტონ ბენიძე საქმიანობის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ორგანო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად, საგაზაფხულო სესიაზე განილავს.