ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაცია და რეგიონული ბიუროების უფროსები 18-19 მარტს, შეიკრიბნენ გუდაურში, ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის ახალ სტრუქტურაზე სამსჯელოდ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს „სინერჯი ჯგუფის“ მიერ შემუსავებული სტრუქტურის პროექტი. რეორგანიზაციის მიზანია იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის ფუნქციონალური შესაძლებლობების გაძლიერება, რათა სამსახურმა შეძლოს ადეკვატური და ეფექტიანი რეაგირება მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის “ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველო” ფარგლებში, რომელსაც, ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებენ UNDP და UNICEF.