ცხელი ხაზი: 292 00 55
22–23 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდისა და მცხეთის ბიუროს ადვოკატები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ჩავიდნენ და იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები სოფელ ნარეზენსა და სოფელ ხეცერში მცხოვრებ დევნილებს, მცხეთის ბიუროს ადვოკატები კი – ბაზალეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ისაუბრეს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, დევნილთა სოციალური უფლებების, საკუთრების რეგისტრაციის, პენსიის, მემკვიდრეობის და სხვა საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ადამიანის უფლებების კუთხით დევნილთა ცნობიერების ამაღლება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება, იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი კუთხით მოქალაქეთა დახმარება.