ცხელი ხაზი: 292 00 55
24 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრა მოაწყვეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
სტუდენტები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნისა და განვითარების ისტორიას, საადვოკატო მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციფიკას.შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებად იურიდიული კლინიკის კურსდამთავრებულებს.