ცხელი ხაზი: 292 00 55
28 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს ტყიბულის გამგეობის და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა შეკრებილთ იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს.
იურიდიული დახმარების ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, გამგეობის ან საკრებულოს წარმომადგნლებმა, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.