ცხელი ხაზი: 292 00 55
12 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროში, კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდის – „სოხუმის“ წარმომადგენლებთან გაიმათა შეხვედრა, რომელზეც სამეგრელოს რეგიონში ქალთა და დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კი სტუმრებს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სამართლებრივი დახმარების პირობები გააცნეს.
გადაწყდა, რომ ორი ორგანიზაცია აქტიურად ითანამშრომლებს დევნილთა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში მხარეები ერთმანეთთან გადაამისამართებენ სამართლებრივი პრობლემების მქონე ბენეფიციარებს.
იურიდიული დახმარების ბიუროები არასამთავრობო ორგანიზაციებთან მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებულობას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იურიდიული დახმარების შესახებ.