13 აპრილს,  იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარდაჭერის მიმღებ) პირთა დაცვის საკითხები, ასევე ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობელემები. საუბარი შეეხო საარსებო შემწეობის დანიშვნასა და ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭებას.

იურიდიული დახმარების ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათმა უზრუნველყონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.