იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა, 19 აპრილს, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სოფელ ახალდაბას მოსახლეობასთან, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ახალდაბელებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები გაუწიეს.

წყნეთიდან 4 კილომეტრში მდებარე სოფელი, გასული წლის 13 ივნისს, ადიდებულმა მდინარემ წალეკა. დაინგრა გზა, რომელიც ახალდაბას თბილისთან აკავშირებდა. მოიშალა საკომუნიკაციო სისტემები. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სოფელთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ აღდგენილია.

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიურო სტიქიის დაზარალებულთა დასახმარებლად ღონისძიებებს პერიოდულად მართავს. ბიუროს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მათივე ინიციატივით, დაზარალებულ ოჯახებს გადაეცათ ფულადი თანხდა და საყოფაცხვორებო ნივთები. დაზარალებულ მოსახლეობას გაეწია იურიდიული კონსულტაცია.