20–22 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატები კასპის რაიონის სოფელ მეტეხსა და გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.