ცხელი ხაზი: 292 00 55
27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს ადვოკატები გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობას შეხვდნენ.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.