იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, ასევე – სესხის, თავდებობის,  უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის და სხვა სამართლებრივ  საკითხებზე. დევნილები გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.