16 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა სემინარი გამართეს წეროვნის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.  

სემინარის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს  ნაადრევ ქორწინებაზე, ბულინგზე, ცივი იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეულ სამართლებრივ პრობლემებზე, ასევე – უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთასამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.