16 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.