ცხელი ხაზი: 292 00 55
24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებთან.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს სამართებრივი დახმარების პირობები გააცნეს და 2015 წლიდან სამოქალაქო–ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით დანერგილ საადვოკატო მომსახურებას ისაუბრეს.
იურიდიული დახმარების ბიუროები თვითმმართველობის მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია, ადგილორბრივ გამგეობებთან თანამშრომლობით, მოქალაქეთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.