დღეს, რუსთავის №13 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ეწვივნენ.

სტუმრები საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის სპეციფიკას მათსავე სამუშაო ადგილზე გაეცნენ. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებისა და ამ სისტემაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილისა რა როლის შესახებ.

მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ გზამკვლევი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ადაპტირებულია არაიურიდიული განათლების მქონე პირებისათვის.