ცხელი ხაზი: 292 00 55
2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა სემინარი გამართეს აბაშის №2 საჯარო სკოლაში.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.