ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან.
16 ივნისს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები შეხვედნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების თანამშრომლებს, 17 ივნისს კი – მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სტეფანწმინდის რაიონული განყოფილებაში.
შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურით სარგებლობის პირობები. განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა დაცვის საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მექანიზმები, საარსებო შემწეობის დანიშვნისა და ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების საკითხები.
შეხვედრების მიზანია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკთა ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბენეფიციართა გადამისამართების პროცესში. აღნიშნული გულისხმობს სამართლებრივი საჭიროებების მქონე მოქალაქეთა გადამისართებას იურიდიული დახმარების ბიუროებში.