28 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატები საგარეჯოს გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და მომსახურების სპეციფიკა გააცნეს.

მსგავსი შეხვედრები პერიოდულად იმართება და მიზნად ისახავს თვითმმართველობის მუშაკთა ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას ბენეფიციართა გადამისამართების პროცესში. აღნიშნული გულისხმობს სამართლებრივი საჭიროებების მქონე მოქალაქეთა გადამისართებას იურიდიული დახმარების ბიუროებში.