Top

საჯარო ინფორმაცია

ონლაინ დახმარება

 

მოგესალმებით იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდის „საჯარო ინფორმაციის“ განყოფილებაში! 

ეს განყოფილება შექმნილია „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად. აქ თქვენ შეძლებთ, გაეცნოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას, ასევე ისარგებლოთ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სერვისით.

ყურადღება მიაქციეთ მარცხნივ მდებარე მენიუს, რომელშიც თემატურად მოცემულია საიტზე ხელმისაწვდომი საჯარო ინფორმაცია. „ინფორმაციის მოთხოვნის“ შერჩევის შემთხვევაში, თქვენ მოხვდებით საჯარო ინფორმაციის ელექრონული მოთხოვნის გვერდზე.

„საჯარო ინფორმაციის“ განყოფილება მუდმივად განახლდება. მოხარული ვიქნებით, თუკი მოგვაწვდით თქვენს რჩევებს და შენიშვნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.

მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.