მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება იყოფა 2 კატეგორიად:
- იურიდიული კონსულტაცია;
- იურიდიული დახმარება.
იურიდიული კონსულტაცია წარმოადგენს ყველასთვის ხელმისაწვდომ რჩევას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
იურიდიული დახმარება უმთავრესად განკუთვნილია გადახდისუუნარო პირებისათვის და მოიცავს:
- იურიდიული დოკუმენტების შედგენას;
- უფასო საადვოკატო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
- სავალდებულო დაცვა;
- სისხლის სამართლის საქმეები;
- არასრულწლოვანთა დაცვა;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა;
- ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა;
- საოჯახო დავები;
- მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები;
- დევნილთა უფლებების დაცვა;
- სოციალური დახმარება;
- პენსია;
- პირის დაცვა „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე;
- პაციენტთა უფლებების დაცვა;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების დაცვა;
- პირის დაცვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე;
- პატიმართა დაცვა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე;
- პირის დაცვა ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე;
- თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა;
- ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების დაცვა;
- საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების დაცვა;
- ტუბერკულოზით დაავადებული პირის დაცვა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე;
- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების დაცვა;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების დაცვა.