Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩაერთვება

იურიდიული დახმარების სამსახური, ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განისაზღვრა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარების გამო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოების მიერ წარმოებულ საქმეთა 48 პროცენტში დაცვის მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები წარმოადგენენ.