2024 წლის 20-21 მარტს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა, ადვოკატი ქეთევან გვაზავა და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა, იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ ქალაქ ხობისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნოჯიხევის, ხეთას და ხამისკურის მოსახლეობას.
თავდაპირველად იურისტებმა ადგილობრივებს მიაწოდეს ინფრომაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, ხოლო შემდეგ მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები კონფიდენციალურობის დაცვით.
მოსახლეობას ძირითადად აინტერესებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქულების მინიჭება და გასაჩივრების, საოჯახო დავების, მიწის ნაკვეთით სარგებლობის და რეგისტრაციის, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, განრიდება- მედიაციის და სხვა საკითხები.
ორი დღის განმავლობაში ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო.
გარდა ამისა, იურისტები ხეთასა და ხამისკურში შეხვდნენ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ; საკუთრებისა და მეწარმეობის სამართლებრივ საკითხებზე, "დამცავ" და "შემაკავებელ" ორდენებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) UNDP Georgia"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია ის სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს. მობილური საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გადაჭრა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემა