Top
ონლაინ დახმარება

 

პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობანისა და მარანის სკოლების მოსწავლეებთან ვიქტორინა ჩატარდა

2024 წლის 16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. 

დავით სიმონიამ აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან გიგა გაბელაიასთან ერთად სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა ინტელექტუალური სამაგიდო თამაში “ქართველი ქალები“. აღნიშნული თამაში შედგენილი და ორგანიზებულია ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ერთობლივი ჩართულობით. 

სამსახურის დირექტორმა შეხვედრის ბოლოს ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელთან ჭაბუკი ჭეიშვილთან ერთად ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისათვის სკოლებს  და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცეს სერთიფიკატები და საჩუქრები.