2025 წლის 4 ნოემბერს, შიდა ქართლში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
გორის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ხელთუბანსა და თორტიზას. ადვოკატები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, დარიგდა დაინფორმაციო ბუკლეტები.
მობილურ საკონსულტაციო ცენტრში, რომელიც სპეციალურად აღჭურვილ მიკროავტობუსს წარმოადგენს, იურისტებმა სოფლების მცხოვრებლებს ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
როგორც ცნობილია, მობილური საკონსულტაციო ცენტრი იძლევა კონსულტაციის ჩატარების საშუალებას კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
მიმდინარე და მომდევნო კვირაში მობილური საინფორმაციო კამპანია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება და ხოლო თვის ბოლომდე ცენტრი ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავა.
ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია შეხვდეს იურისტებს და ესაუბროს ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ და აინტერესებთ. ცენტრში იურიდიული დოკუმენტების მომზადების პირობებიცაა.
იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და გერმანიის მთავრობის Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი) მხარდაჭერით. შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიც აღნიშნულ ორგანიზაციათა მიერ არის მხარდაჭერილი.
