Top
ონლაინ დახმარება

 

პარალეგალების პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

2026 წლის 17-18 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის "პარალეგალების" ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც თბილისში არსებული უმალესი სასწავლებლებიდან შერჩეული სტუდენტები დაესწრნენ. 

ტრენინგი გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, რომელმაც ახალგაზრდებს პროექტ "პარალეგალების " შინაარსი, მნიშვნელობა და მასში ჩართული მოხალისეების ფუნქციები გააცნო. 

სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატებმა - ლედი კორძაძემ და ვიქტორია ბუცხრიკიძემ პარალეგალებს  წარუდგინეს პრეზენტაცია  ქალთა და ბავშვთა უფლებების, ოჯახში ძალადობის სამართლებრივი საკითხების, შშმ პირთა უფლებების შესახებ, ხოლო ადვოკატებმა ირმა ჯიმშიაშვილმა და გიორგი შერმადინმა განიხილეს სოციალური დაცვის, შრომითი სამართლის, ხელშეკრულებების, შრომითი დავის საკითხები.

ტრენინგის მეორე დღე საოჯახო სამართლის, ქორწინება-განქორწინების, ალიმენტის, მშობლის უფლებების, მემკვიდრეობის, საკუთრების განკარგვის, ქირავნობის,  საკითხებს და გამოსახლების პროცედურებს, რომელზეც ადვოკატებმა თეა ხამხაძემ და ბესიკ სისვაძემ პარალეგალებს თეორიული ცოდნა და თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგის ბოლო ნაწილში ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ ახალგაზრდებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ადვოკატის პროფესიული სტანდარტების, ეთიკის, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა კონფლიქტის, მოქალაქის მიმართ პატივისცემის გამოხატვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი "პარალეგალები" იურიდიული დახმარების სამსახურში 2022 წლიდან მოქმედებს. იგი გულისხმობს ფართო საზოგადოების წარმომადგენელთა გადამზადებას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხში, რათა მათ შეძლონ პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში, ხოლო თბილისში 2026 წლიდან ამოქმედდა.