2026 წლის 19 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ლეჩხუმის სოფლებს ესტუმრა.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კოსნულტანტი მაია ხვადაგიანი და ცაგერისა და ლენტეხის საკონსულტაციო ცენტრების კოსნულტანტი ნინო ურთმელიძე, სოფლებში -ალპანასა და ორხვში შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი გასწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები.
მობილური საკონულტაციო ცენტრის გამოყენებით, ინფდივიდუალური სამართლებრივ კონსულტაციები ასევე გაეწიათ ცაგერის უნიციპალიტეტის სოფლების - ტვიშის და ლაჯანას მცხოვრებლებს.
მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხები ეხებოდა მიწის სისტემურ რეგისტრაციას, მემკვიდრეობის მიღების წესს, სესხის ხელშეკრულებებს, სააღსრულებო წარმოებას და ა.შ.
იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
