ცხელი ხაზი: 292 00 55
საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება.
23-27 მარტს სემინარები ჩატარდა 14 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის რაიონის სოფელების ქამისხურისა და ხეთის სკოლები, მარტვილის რაიონის სოფლების - ინჩხურისა და გაჭედილის სკოლები, გორის №2 და №3 სკოლები, ახალციხის №3 და №5 სკოლები, ბათუმის №3 სკოლა, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის სკოლა, რუსთავის №1 სკოლა, ხონის №3 სკოლა, თელავის №1 სკოლა, თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“.
სემინარების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატები უფროსკლასელ მოსწავლეებს აცნობენ ისეთი საკითხებს, როგორებიცაა სამართლებრივი კულტურა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამართლის დარგები, დანაშაულის სახეები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სხვა.
სკოლებში სამართლებრივი სემინარების ორგანიზება მიზნად ისახავს მოზარდების მართლშეგნების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას. ღონისძიებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.