ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, 6 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია ყაზახეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ყაზახეთში მოქმედი ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოში არსებული სამართლებრივი დახმარების სისტემის შესწავლა. კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციონირების პრინციპი, სტრუქტურა, სერვისები, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უფასოდ მიეწოდება სამართლებრივი დახმარება.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ დელეგაციის წევრებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია, სადაც ასახული იყო სამსახურის დაარსებიდან დღემდე განხორცილებეული მნიშვნელოვანი რეფორმები, სტატისტიკა, ფინანსები, თანამედროვე გამოწვევები.
პრეზენტაციის შემდეგ ყაზახი სტუმრების შეკითხვებს მასპინძლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
8 ივნისს ყაზახმა სტუმრებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონისა და ქუთაისის ბიუროებიც მოინახულეს. გაეცნენ რეგიონული ბიუროების მუშაობის სპეციფიკას.
მხარეები შეთნხმდნენ, რომ თანამშრომლობა ყაზახ და ქართველ იურისტებს შორის სამომავლოდაც გაგრძელდება.