ახეთისსიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, სიღნაღში მცხოვრებმა . . –მ.   გაირკვა, რომ ბენეფიციარმა 4 მაისს მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა გარდაცვლილი დედის ქონებაზე სამკვიდროს მიღება. ნოტარიუსმა მას უარი უთხრა, ვინაიდან დარღვეული იყო  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. ამავე დროს, მან გაიღო დედამისის დაკრძალვისთვის აუცილებელი ხარჯები და დედის გარდაცვალებიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს მისი ქონებით.

სიღნაღის ბიუროს კონსულტანტმა გიორგი შერმადინმა ბენეფიციარს თ.ტ.–ს მოუმზადა განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლითაც მოითხოვა სამკვიდროს მიღების და მისი დაუფლების ფაქტის დადგენა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობაც გაუწია.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და მასზე თანდართული მტკიცებულებები და მოქალაქეს მოთხოვნა სრულად დაუკმაყოფილა. 

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს – თ.ტ.–ს შეუძლია დედისგან მიღებული მემკვიდრეობა  განკარგოს.