ცხელი ხაზი: 292 00 55
14.09.2018 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“–ს ორგანიზებით შედგა შეხვედრა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატმა ქეთევან გვაზავამ და კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საკითხებსა და კანონის აღსრულების მექანიზმებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იურისტებს დაუსვეს კითხვები, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაცვისა და დახმარების სამართლებრივ მექანიზმებს, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს და პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს შეეხებოდა. აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალურ სფეროში მოქმედი უწყებების აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სახის ძალადობის პრობლემების გადასაჭრელად.