ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის ივლისისის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს სამართლებრივი კონსულტაციისთვის ესტუმრა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, ფოთში მცხოვრები ს. შ.
მას დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული ჰქონდა დახმარება 150 ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხებოდა პირად ანგარიშზე და ყოველთვიურად იღებდა, თუმცა 2018 წლის ივნისის თვეში ფულადი დახმარება არ მიუღია. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ს.შ.–მ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას, თუმცა ვერ გაარკვია – რა მიზეზით შეუწყდა დახმარება, სად წავიდა თანხა და სამომავლოდ მიიღებდა თუ არა.
სამეგრელოს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა სალომე ჯანჯღვამ ბენეფიციარს შეუდგინა მოუმზადა განცხადება და ადმინისტრაციული საჩივარი. ს.შ.–მ აღნშნული სამართლებრივი დოკუმენტებით მიმართა ფოთის სოციალური მომსახურების სააგენტოს. აღნიშნულმა უწყებამ ბათილად ცნო ფოთის საქალაქო განყოფილების გადაწყვეტილება, რომლითაც ს. შ.–ს უარი ეთქვა 2018 წლის ივნისის თვის ფულადი დახმარების გაცემაზე. სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტს დაევალა გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის ფულადი დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სამი შვილის დედამ შეწყვეტილი დახმარება 2018 წლის ოქტომბერში მიიღო.