"სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მესამე საერთაშორისო კონფერენციის“ დასრულების შემდეგ საქმიანი შეხვედრები გაგრძელდა იურიდიული დახმარების სამსახურში. 

16 ნოემბერს, ნეპალისა და პალესტინის დელეგაციები იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციას ესტუმრა. სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ უცხოელ სტუმრებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია და  დეტალურად მოუთხრო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის, იურიდიული დახმარების სამსახურის ისტორიის, სტრუქტურის, სერვისების,  საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის წესის, კონსულტაციების გაწევის ფორმების შესახებ.