2018 წლის 29 ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრის თემა იყო „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“.

იურისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევაა: წარსულს უნდა ჩაბარდეს ლოიალური მიდგომა  ძალადობისა და მოძალადეების მიმართ, რომელიც ძალადობის ნორმალიზებას ახდენს და ძალადობას ოჯახური ცხოვრების თანამდევ მოვლენად მოიაზრებს. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა, ხოლო  მოძალადეები - მორალურად მიუღებელი, გასაკიცხი ადამიანები, რომლებიც ვერ ისარგებლებენ ღირსეული მოქალაქის, მეზობლისა თუ კოლეგის სტატუსით.

მოსახლეობას ასევე მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ისინი გაეცვნენ უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის პირობებს. 

შეხვედრაზე დარიგდა სპეციალური ბუკლეტები და მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.


 #სახელმწიფოზრუნავს
 #დავძლიოთძალადობა
#16დღიანიკამპანია2018
#ძალადობისწინააღმდეგ
#საერთოსაქმეა