ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, ადვოკატი როზეტა ზარქუა და კონულტანტი ნინო მინჯია, სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებთნ ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლეაბს ესტუმრნენ.
შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა. იურისტებმა დევნილებსგააცნეს ქალთა უფლებები, სამსახურის სერვისები; ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხები. განიხილეს დევნილთა სამართლებრივი პრობლემები; სოციალური დახმარება და პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები; მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები; თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების საკითხები; საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების საკითხები; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები; პენსიის დანიშვნის საკითხები; მემკვიდრეობა და სხვა.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის ფორმატში. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.