ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 28 დეკემბერს, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები დავით ზარიძე, დავით თელიაშვილი და ლაშა ჯაფიაშვილი ესტუმრნენ ქ. ახალციხეში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას, სადაც ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ცხოვრობს.
იურისტებმა დევნილებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და მისი მიღების პირობებზე. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო თემებზე.