იურიდიული დახმარების სამსახური, სხვა სამთვრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად  ჩართულია  სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც გენდერული თანასწორობის,  ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავს. ამ მხრივ, 2019 წლის მარტში, სამსახური ჩართული იყო სარვამარტო კამპანიაში, რომლის ფარლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩარტარდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ემოციურად დატვირთული შეხვედრა თბილისის # 5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც 14 მარტს შედგა.

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა სოფიო ჩირგაძემ და მაია პაიჭაძემ პატიმარ ქალბატონებს წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა გენდერული უთანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების სტატისტიკას, საკანონმდებლო ბაზას და იმ სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს. 

მსჯავრდებულებს ჰქონდათ განსაკუთრებით ბევრი კითხვა ქალთა უფლებებზე საოჯახო ურთიერთობებში ქალის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ - საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით. მათ აინტერესებდათ პირის სამართლებრივი გარანტიები და შედეგები „დამცავი“ და „შემაკავებელი“ ორდერების გაცემის  შემდეგ.

პატიმარი ქალების მხრიდან დიდი იყო ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართ. შესაბამისად, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ამომწურავად უპასუხებს მათ შეკითხვებს.