2019 წლის 5 ივნისს, ომბუდსმენის ოფისში,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეებს გიორგი ბურჯანაძესა და თამარ გავრამაძეს, რომელიც, ამავდროულად, იურიდიული დახმარების საბჭოს წევრიცაა.

რაჟდენ კუპრაშვილმა მასპინძლებს   მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე რეფორმებზე, სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

სახალხო დამცველმა გამოხატა სრული მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი უწყებების - იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის ინტენსიური თანამშრომლობა შეიძლება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. ეს კი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია