ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 7-9 ივნისს, თელავში, ამერიკის შეესრთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის ტრენინგ სისტემის კონცეფციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებმა აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის კონცეფცია. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგების არსებული სისტემა, განსაზღვრეს არსებული სისტემიდან ახალ კონცეფციაში გადმოსატანი საკითხები, იმსჯელეს კონცეფციით განსაზღვრული სასწავლო ცენტრის სტრუქტურის, ბიუჯეტის და თანამშრომელთა პასუხისმგებლობების შესახებ.
აღნიშნულ საკითხის განხილვა ინტენსიურად გაგრძელდება. იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის ამოქმედება 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.