ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 11 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსებს.
დირექტორმა ვრცლად მიმოიხილა სამსახურის უახლოესი გეგმები, რომელიც მოიცავს შეფასების სისტემის დანერგვას, საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, ახალი ოფისების გახსნას, სასწავლო ცენტრის დაარსებას, გააქტიურებას გასვლითი კონსულტაციების მიმართულებით, სადაც სამსახურის სერვისების გაცნობასთან ერთად, იურისტები მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას მიგრაციასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
ბიუროს უფროებმა ხელმძღვანელობას გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში.