12 ივნისი, ბავშვთა შრომის აკრძალვის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით,  იმერეთის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. იურისტები ქუთაისის ცენტრალურ პარკში შეხვდნენ მოსახლეობას, გააცნეს ბავშვთა შრომასთან დაკავშირებული უფლებები და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ბროშურები გადასცეს.

ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მედიასაშულებების მიერ მომზადებულ გადაცემებში, რომელიც აღნიშნულ თემას ეხებოდა.

12 ივნისი, როგორც ბავშთა შრომის აკრძალვის დღე, გაეროს მიერ 2002 წლიდან აღნიშნება. „ბავშვთა შრომა“ ნიშნავს ბავშვების ჩართულობას აკრძალულ შრომაში, ისეთი ტიპის საქმიანობაში, რომელიც მათ ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას აზიანებს. მოზარდების მიერ მძიმე სამუშაოების შესრულებას ძირითადად მძიმე სოციალური, ოჯახური ფაქტორები განაპირობებს. ბოლო კვლევებით, მსოფლიოში  152 მილიონი ბავშვი, ანუ ყოველი მეათე, იძულებულია იმუშაოს, რომ ოჯახს დაეხმაროს. ამასთან, ამ ბავშვების თითქმის ნახევარი – 73 მილიონი, სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მუშაობს და უკიდურესად მცირე ანაზღაურებას იღებს.

საბედნიეროდ, საქართველოში შრომაში ჩამბული მოზარდების რიცხვი მცირეა, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ ჩატარებული კამპანიის მიზანიც იყო.