ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 13 ივნისს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
იურისტებმა ყურადღება გაამახვილეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, ასევე, ისაუბრეს ქალთა მომართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვა აქტუალურ თემებზე.
ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებით. დასვეს შეკითხვები სოციალური პროგრამების შესახებ, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.