ცხელი ხაზი: 292 00 55
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერთობლივად ახორციელებენ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი მხარდაჭერიალია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ.
დღეს პირველი შეხვედრა შედგა საგარეჯოში. რეგიონში მცხოვრებმა ერთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მიირეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა სერვისების შესახებ.
პრეზენტაცია წარადგინეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც წინასწარ გადამზადდნენ იურიდიული დახამრების სამსახურის იურისტების მიერ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები - მაგდა ხამხაძე და გიორგი ევსტაფიშვილი, რომლებმაც შეკრებილებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციებიც გასწიეს.
კამპანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.