4 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის განახლებული კონცეფცია.  სამართლის ექსპერტმა კახა წიქარიშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა  დაწვრილებით მიმოიხილეს სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგების არსებული სისტემა, განსაზღვრეს არსებული სისტემიდან ახალ კონცეფციაში გადმოსატანი საკითხები, იმსჯელეს კონცეფციით განსაზღვრული სასწავლო ცენტრის სტრუქტურის, ბიუჯეტის და თანამშრომელთა პასუხისმგებლობების შესახებ.

კონცეფციის განახლებულ ვარტიანში შესულია ყველა შენიშვნა, რომელიც დოკუმენტის პირველი განხილვაზე, ერთი  თვის წინ, თელავში შეიმუშავეს. აღნიშნული შეხვედრა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.