იურიდული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ბიურო აქტიურად ჩაერთო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და 2019 წლის ივნისსა და ივლისში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოსა რაიონულ განყოფილებაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში და დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ბექა ჯავახიშვილმა და ნათელა ბიწაძემ, ასევე, იურისტ-კონსულტანტმა გიორგი ევსტაფიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და პირობები; დეტალურად ისაუბრეს ოჯახში ძალადობის, მემკვიდრეობის, მიწის რეგისტრაციის საკითხებზე.

იურისტებმა სამივე შეხვედრაზე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გასწიეს.